უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვეთრი ფორმით გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომ შეუძლიათ ექსპერიმენტი კიევში ჩაუტარონ მათ, ვისაც ეჭვი ეპარება ახალი რუსული ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ სიზუსტეში. რუსეთის ჯარებმა ამ რაკეტით პირველი შეტევა 21 ნოემბერს მიიტანეს უკრაინის ქალაქ დნეპრზე. „ხალხი იხოცება, ის კი ფიქრობს, რომ ეს „საინტერესოა“. სულელი“, - დაწერა 19 დეკემბერს, ღამით ზელენსკიმ ინგლისურად სოციალური ქსელის, X-ის ოფიციალურ გვერდზე. უკრაინულ ვარიანტში ვოლოდიმირ... Читать дальше...
აშშ-მა 19 დეკემბერს ბუდაპეშტი რუსეთის "გაზპრომბანკისთვის" დაწესებული სანქციების დაცვის ვალდებულებისგან გაათავისუფლა, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ. ამ ინფორმაციის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა. Ამის შესახებ ბუდაპეშტიდან იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი. ვაშინგტონის სანქციები "გაზპრომბანკის" წინააღმდეგ 21 ნოემბერს ამოქმედდა და დაბრკოლება შეუქმნა რუსეთის გაზის ევროპელ მყიდველებს. ისინი "გაზპრომბანკს" აირის საფასურის გადახდისთვის იყენებდნენ. Უნგრეთმა... Читать дальше...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში განაცხადა, რომ მხოლოდ ტრანსატლანტიკურ ერთიანობას შეუძლია საბოლოო ჯამში შეაჩეროს ომი უკრაინაში და მოიტანოს მშვიდობა აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლის ვითარებაში. 19 დეკემბერს ზელენსკი ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირის ლიდერებს, რათა მხარდაჭერის გარანტია მიიღოს იმ შიშის ფონზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა იანვარში თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ შეიძლება უარი თქვას კიევისთვის დახმარებაზე. ევროკავშირის ლიდერების წინაშე გამოსვლისას, ზელენსკი მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტის... Читать дальше...
გერმანიის სისხლის სამართლის ფედერალური პოლიცია (BKA) აფრთხილებს კომპანიებს, რომ მათ თანამშრომლებსა და კონტრაქტორებს შორის შესაძლოა იყვნენ პირები, რომელთაგან მოსალოდნელია საბოტაჟი რუსეთის სახელმწიფოს სახელით, - ნათქვამია კონფიდენციალურ დოკუმენტში, რომელსაც Reuters-ი 19 დეკემბერს გაეცნო. დანაშაულებრივი მოქმედებები შეიძლება იყოს "ჯაშუშობა და პროპაგანდა, ასევე საბოტაჟი, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ან შეაფერხოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და კომპანიების მუშაობა", - ნათქვამია დოკუმენტში, რომლის თანახმად... Читать дальше...
რუსეთში დაკრძალვის მომსახურებაზე ფასები იზრდება. ბაზრის მონაწილეების აზრით, ეს ხდება არა მხოლოდ ზოგადი ინფლაციის, არამედ სანქციების და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაზრდილი მოთხოვნის გამო. ამასთან, თანხები, რომლებსაც დაღუპულთა დასაკრძალად გამოუყოფს ოჯახებს თავდაცვის სამინისტრო, ყველაზე მოკრძალებული დაკრძალვის რეალურ ღირებულებაზე დაბალია. „ჯერ კუბოების ფასი გაიზარდა, მერე ღობეების“ ამ შემოდგომაზე, ოხაში, სახალინის ოლქის ჩრდილოეთში, მიწას მიაბარეს 20 წლის ნიკიტა მოლოჩკოვსკი. მას ექვსი თვის განმავლობაში... Читать дальше...