არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ „აქციებზე ნიღბიანი სამართალდამცავების იდენტიფიცირების შეუძლებლობა სისტემური დაუსჯელობის გამოვლინებაა“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ მოქალაქეებზე სისტემური ძალადობის და წამების ოპერაციის აღსრულების გარდა, წინასწარ და განზრახ შექმნა სისტემური დაუსჯელობის წინაპირობები და არ უზრუნველყო სპეცრაზმელებისა და მასობრივ დანაშაულში ჩართული სხვა თანამშრომლების იდენტიფიცირებისთვის საჭირო პირობების შექმნა“, - აცხადებს ორგანიზაცია. Читать дальше...
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს მოუწოდა, უარყოს დროებითი მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი, რომელიც უნდა მიღებულ იქნეს არაუგვიანეს 21 დეკემბრისა, იუწყება Reuters-ი. ეს ზრდის სამთავრობო უწყებების მუშაობის ნაწილობრივი შეჩერების ალბათობას. „რესპუბლიკელებმა უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური თამაშები ამ ორპარტიულ შეთანხმებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დააზარალებენ შრომისმოყვარე ამერიკელებს და არასტაბილურობას შექმნიან მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა ტრამპის განცხადების კომენტირებისას. Читать дальше...
საქართველოში მიტანის სერვისის ორი ყველაზე დიდი და ერთმანეთის კონკურენტი კომპანია „გლოვო“ და „ვოლტი“, მიმდინარე პროცესების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
„რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს, რომ მფარველი ხელი დაგვაფარო?.. მითხარი, ევროპა, გვითხარი: კიდევ რამდენი მსხვერპლი უნდა გავიღოთ, რომ ჩვენს სიყვარულში დაგარწმუნოთ?“ - ეს ნაწყვეტია გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის გახმაურებული წერილიდან, რომელიც გამოქვეყნდა გერმანულ გამოცემა Frankfurter Allgemeine-ში დეკემბრის დასაწყისში, სწორედ იმ დღეებში, როცა სპეცრაზმი რუსთაველზე პროევროპული აქციის მონაწილეებს არბევდა. ნინო ხარატიშვილი აქციების დაწყების დღიდანვე მწვავედ ეხმაურებოდა საქართველოში... Читать дальше...
ისრაელის ავიაციამ და საზღვაო ძალებმა პირველად განახორციელეს დარტყმები იემენის დედაქალაქ სანაზე და ასევე თავს დაესხნენ პორტებს, რომლებსაც ჰუთები აკონტროლებენ. ამის შესახებ Ynet-ი იუწყება. ისრაელის თავდაცვის არმიის ოფიციალური განცხადების თანახმად, სანაზე თავდასხმის მიზანი იყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება, რომელსაც ჰუთები იყენებენ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად, მათ შორის ისრაელზე თავდასხმებისთვის. შედეგად, ჰუთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდა. Читать дальше...
19 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები ცალ-ცალკე ხვდებიან თბილისში ვიზიტად მყოფ ალან ბერსეს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს. მასთან შეხვედრაზე უარს ამბობენ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“, წარმომადგენლები. ალან ბერსეს უკვე შეხვდნენ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, ასევე „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები. „ღია და კონსტრუქციული გაცვლა-გამოცვლა მქონდა ოპოზიციურ პარტია „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“. აუცილებელი დისკუსია იყო მათი... Читать дальше...
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღეს, 19 დეკემბერს, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის საშუალებებით დაარტყეს რუსეთის სტრატეგიულ ობიექტს, როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანას. კონკრეტულად რა საშუალებები იყო გამოყენებული, უკრაინის გენშტაბი არ ასახელებს. მისი ინფორმაციით, დადასტურებულია ხანძრის ფაქტი ქარხნის კრეკინგზე, სხვა შედეგები კი ჯერ დაზუსტების ეტაპზეა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი ნოვოშახტინსკის... Читать дальше...
„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ აცხადებენ, რომ 5 მილიონ ლარს გამოყოფენ პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებზე დაზარალებულთა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. ქვეყნის უდიდესი ბანკები 19 დეკემბერს ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერენ: „ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თიბისი და საქართველოს ბანკი ერთობლივად 5,000,000 ლარს გამოყოფს, რომელიც მიმართული იქნება დაზარალებული მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად“. მათი განცხადებით, ფინანსური რესურსი... Читать дальше...
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, აცხადებენ, რომ გეგმავენ, ეუთო/ODIHR-ს ერთობლივად სთხოვონ, გამოგზავნოს საქართველოში „სპეციალური მისია, რომელიც შეისწავლის მიტაცებულ არჩევნებს“. ოთხი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა ამ ინიციატივაზე 19 დეკემბერს საერთო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. პარტიები ეუთოსა და მის „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს“ სთხოვენ, „აამუშაოს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც პირველად 1991 წელს იქნა გამოყენებული“. Читать дальше...
მიმდინარე წლის პირველ თერთმეტ თვეში საქართველოს მთავარი სავაჭრო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო.
შეერთებული შტატების საელჩო აზერბაიჯანში კვლავ აკრიტიკებს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ დევნას. „საერთაშორისო კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, მის მიერ თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნის გამო ერთადერთი რამის შედეგია: ხელისუფლების მიერ თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნის“, - წერს საელჩო პლატფორმა X-ზე. აშშ-ის საელჩო 19 დეკემბერს გამოეხმაურა აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო ტელევიზიაში, AZTV-ში გასულ სიუჟეტს სათაურით... Читать дальше...
უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან მიიღებს კიდევ 225 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, დახმარების ახალ პაკეტშია კატერები, დრონები, რადარები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და სხვა ტექნიკა. 18 დეკემბერს კიევში იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი, რომელმაც უკრაინის ხელისუფლებასთან განიხილა მომავალ წელს გასაწევი დახმარების საკითხები. იმავე დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს. Читать дальше...
2 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა რუსეთის რკინიგზაზე მომხდარი კატასტროფის შედეგად. დაზუსტებული მონაცემები დღეს, 19 დეკემბერს, დილით გამოაქვეყნა რუსეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიამ. საავადმყოფოში გადაყვანილია 14 ადამიანი, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. კატასტროფა 18 დეკემბერს, საღამოს მოხდა მურმანსკის ოლქში. სატვირთო მატარებელი შეეჯახა სამგზავროს, რომელიც მურმანსკიდან სანქტ-პეტერბურგში მიდიოდა. მასში 326 მგზავრი იმყოფებოდა. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, შეჯახების შედეგად რელსებიდან გადავარდა 19 ვაგონი... Читать дальше...
19 დეკემბერს ვისაუბრეთ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის პირობებში ევროკავშირთან ურთიერთობის სპეციფიკასა და მოლოდინებზე. სტუმარი: გიგი გიგიაძე, EPRC-ს უფროსი მკვლევარი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ნინო სამხარაძე, GIP-ს პოლიტიკის ანალიტიკოსი
Продажи в новостройках Тбилиси выросли на 17%, а старых квартир – упали на 7%
19 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შესახებ, რაც მოგვიანებით დაადასტურა როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იური სლუსარმა. მისი ინფორმაციით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანაში გაჩნდა ხანძარი, რომლის ლიკვიდაცია დილის შვიდი საათისთვის დასრულდა. სლუსარის თანახმად, დრონების ნამსხვრევების... Читать дальше...
ЦИК принял решение сократить штат с 118 до 103 человек
ამერიკის შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისია“, რომლის წევრებიც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას „არალეგიტიმურად“ მიიჩნევენ, აცხადებს, რომ ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას განაგრძობს. სოციალურ ქსელ X-ში, „ჰელსინკის კომისიის“ ოფიციალურ გვერდზე 18 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან მიათრევს აგრესორების ღერძისკენ, რომელთა მიზანია დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრა. Читать дальше...