მოსამართლე ლევან გელოვანმა 4 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკოს ელისაშვილს. ის პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე იყო ბრალდებული. აღკვეთის სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარემ 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ალეკოს ელისაშვილის ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი მიიჩნევდა, რომ არ არსებობდა გარემოებები... Читать дальше...
ისრაელმა იერიში მიიტანა და დაბომბა სირიის არმიის სამხედრო ობიექტები ქალაქებში ტარტუსსა და ლატაკიაში. მიწისძვრის მონიტორინგის რესურსებმა საჰაერო დარტყმებისა და საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად ტარტუსში 3 მაგნიტუდის ბიძგები დააფიქსირა, იტყობინება ლიბანის ტელეარხი Al Mayadeen-ი. ქალაქ ჯებლაში განსაკუთრებით ბევრი აფეთქება მოხდა. დიდი ალბათობით, აფეთქდა ირანული რაკეტები, რომლებიც განკუთვნილი იყო ჰეზბოლასთვის, რომელიც აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული და რომლის სამხედრო ფრთას ევროპაშიც ტერორისტულად თვლიან. Читать дальше...
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციები დღეს, 16 დეკემბერს, ჩაირთვება. ამის შესახებ მან მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
2012 წელს თავისი დიპლომატების გაწვევის შემდეგ, საფრანგეთი პირველად მიავლენს დიპლომატებს სირიაში. ეს შესაძლებელი გახდა ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ. ასადთან ურთიერთობა პარიზს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო ჰქონდა გაწყვეტილი. ფრანგი დიპლომატებისგან შემდგარი ჯგუფი სირიაში 18 დეკემბერს ჩავა. მათი ამ ვიზიტის შესახებ განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ. ჯგუფს დაევალება „დაამყაროს პირველადი კონტაქტები“ სირიის ახალ ხელისუფლებასთან, ასევე შეაფასოს მოსახლეობის გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებები... Читать дальше...
ისრაელმა ირლანდიის დედაქალაქში, დუბლინში, თავისი საელჩო დახურა. ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა გაავრცელა. მისი თქმით, “ირლანდიის ანტისემიტური მოქმედებები და რიტორიკა ეფუძნება ებრაული სახელმწიფოს დელეგიტიმაციას და დემონიზებას, ასევე ორმაგ სტანდარტებს”. საარმა დასძინა, რომ ირლანდიამ ისრაელთან ურთიერთობაში გადალახა ყველა წითელი ხაზი. წელს მაისში, ირლანდიამ ესპანეთთან და ნორვეგიასთან ერთად ოფიციალურად აღიარა პალესტინელთა სახელმწიფო, რითაც ისრაელის ხელისუფლების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. Читать дальше...
პროევროპული დემონსტრაციების პარალელურად, თბილისში იმყოფებოდა რუსეთის „სამართალდამცავთა პროფკავშირების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალექსეი ლობარევი - ის ფეისბუკსა და „ვკონტაქტეში“ თბილისიდან ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში იყო „კოლეგების მიწვევით“, „სამუშაო ვიზიტით“. იგი თბილისში, სავარაუდოდ, იმყოფებოდა 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში, - თუმცა ზუსტად რა დროით, უცნობია. გამოქვეყნებულ ფოტოებში, რომლებშიც თავადაც ჩანს, ის რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციისას იმყოფება; აქვეყნებს ასევე მარჯანიშვილის... Читать дальше...
თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე განიხილება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმე. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს - პოლიტიკოსი 6 დეკემბრის შემდეგ პატიმრობაშია, უწყებას მისთვის გირაოს შეფარდება უნდა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმსჯელებენ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მისაღებ ზომებზე.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ აზოვის და შავი ზღვების დამაკავშირებელ ქერჩის სრუტეში დილით განაახლა ტანკერ „ვოლგონეფტ 239-ის" ეკიპაჟის ევაკუაციის ოპერაცია, რომელიც გასულ ღამით შეწყდა ძლიერი ღელვის და ქარიშხლის გამო. სამინისტროს მიერ დილის 11 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს ეკიპაჟის ხუთი წევრი. გუშინ, 15 დეკემბერს, შტორმის შედეგად ქერჩის სრუტეში მეჩეჩზე აღმოჩნდა და დაზიანდა ორი ტანკერი: „ვოლგონეფტ 212“, რომელზეც 13 ადამიანი იმყოფებოდა და „ვოლგონეფტ 239“, რომლის ეკიპაჟში 14 წევრია. Читать дальше...
„ქართული ოცნების“ მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ „ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში” რჩება ლიეტუვასა და ესტონეთთან, რომლებმაც სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენელს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს: „საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს. თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენი გადაწყვეტილებაა... Читать дальше...
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად წარდგენილი მაიკ უოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების გარკვეული შეწყვეტა მთელი მსოფლიოს სურვილი იქნებოდა. ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში უოლცმა ასეთი ზოგადი პასუხი გასცა შეკითხვას, ხომ არ შეიცავდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეთავაზება საშობაოდ უკრაინაში ზავის გამოცხადების შესახებ დონალდ ტრამპის გზავნილსაც. 9 დეკემბერს ორბანი ტრამპს ფლორიდაში შეხვდა, 11 დეკემბერს... Читать дальше...
16 დეკემბერს ვისაუბრეთ ევროკავშირის მინისტერიალისა და სამიტის დღის წესრიგში საქართველოს ადგილზე. ქვეყანაში გრძელდება მოქალაქეთა პროტესტი, გრძელდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. სტუმარი: თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.
Национальный банк Грузии продолжает совершенствовать нормативную и надзорную базу по предотвращению отмывания денег и финансированию терроризма
რომის პაპმა ფრანცისკემ მსოფლიოს მშვიდობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამჯერად, კუნძულ კორსიკიდან, სადაც 15 დეკემბერს იმყოფებოდა. ვატიკანის ინფორმაციით, პაპმა ილოცა მშვიდობისთვის პალესტინაში, ისრაელში, ლიბანში, სირიაში, მთელ ახლო აღმოსავლეთსა და მიანმარში. ვატიკანის ცნობითვე, რომის პაპმა ღვთისმშობელს შესთხოვა ნანატრი მშვიდობა უკრაინელი და რუსი ხალხებისთვის, რომლებსაც უწოდა „ძმები, ბიძაშვილები“. „დაე, ისინი ურთიერთგაგებამდე მივიდნენ. ომი ყოველთვის მარცხია“, - მოჰყავს ვატიკანს რომის პაპ ფრანცისკეს სიტყვები. Читать дальше...
ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით ასამდე ადამიანი უნდა იყოს დაღუპული ტროპიკული ქარიშხლის "შიდოს“ შედეგად მაიოტის არქიპელაგზე, ინდოეთის ოკეანეში მდებარე საფრანგეთის საზღვარგარეთის ტერიტორიაზე. რეგიონის პრეფექტის, ფრანსუა-კსავიე ბევილის ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა დაზუსტებული რაოდენობა 14-ს შედგენს, 250 - დაიჭრა. მაგრამ ადგილობრივ საავადმყოფოებში ვერ ხვდება ყველა დაღუპულის შესახებ ცნობა. ძირითადად მუსულმანური ტრადიციის გამო, რომლითაც გარდაცვლილის დაკრძალვა იმავე დღეს ხდება. დამანგრეველი ქარიშხლის შედეგად... Читать дальше...