გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ სანჩიკი დაინიშნა რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება „სამხრეთის“ სარდლის მოვალეობის შემსრულებლად. ამის შესახებ RBC-ს განუცხადა წყარომ, რომელიც იცნობს კანდიდატებთან კონსულტაციების მიმდინარეობას. ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომაც დაადასტურა, აღნიშნავს გამოცემა. 2020 წლიდან სანჩიკს ეკავა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 35-ე გაერთიანებული არმიის მეთაურის თანამდებობა, ხოლო მიმდინარე წლის 15 მაისს იგი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრო როგორც აღმოსავლეთის... Читать дальше...
Оппозиционные СМИ распространили информаци о том, что кандидатом в президенты от правящей партии может стать сын Звиада Гамсахурдия
Парламент Грузии XI созыва приобрел полные полномочия 25 ноября
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნით დღეს, 26 ნოემბერს, მიმართავს კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა". ამის შესახებ განაცხადა სტრასბურგში მყოფმა თინა ბოკუჩავამ, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ. "ცესკოში ჩვენი წარმომადგენელი შეიტანს ჩემს მიერ ხელმოწერილ წერილს კანონით დადგენილი წესით, რომელიც მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისგან, ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სია, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, უარს ვაცხადებთ მანდატებზე... Читать дальше...
უკრაინულ პროექტ DeepState-ის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგე უკუაქციეს ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკიდან, რომელშიც რუსი სამხედროები წინა კვირას შეიჭრნენ. კუპიანსკიდან რუსი სამხედროების გასვლის შესახებ ასევე იუწყებიან რუსი სამხედრო ბლოგერებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ გასულ კვირაში რუსული ქვედანაყოფები შევიდნენ ქალაქის რიგ რაიონებში, ისარგებლეს უკრაინული ძალების როტაციით, მაგრამ ვერ შეძლეს ფეხის მოკიდება. ამ ფონზე როგორც უკრაინული, ისე რუსული წყაროები აღიარებენ რუსეთის ჯარების წინსვლას კურახოვკის მიმართულებით და თავად ქალაქში... Читать дальше...
Коалиция "Сильная Грузия" решила создать "альтернативный парламент". Подробнее в видео Sputnik
Парламент Грузии утвердил дату проведения выборов президента. Подробнее смотрите в видео Sputnik
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიზნად ისახავს თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე დააწესოს მაღალი გადასახადი მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე, ასევე დამატებითი ტარიფები დაუწესდება ჩინურ იმპორტს. ტრამპმა აღნიშნა, რომ შესაბამის განკარგულებას სახელმწიფოს მეთაურის რანგში პირველივე დღეს მოაწერს ხელს. ამის შესახებ მან განაცხადა სოციალურ ქსელ Truth-ში, რომელიც ტრამპის მონაწილეობით 2022 წელს ამოქმედდა. "20 იანვარს ჩემი ერთ-ერთი პირველი აღმასრულებელი ბრძანების სახით... Читать дальше...
კოალიცია "ძლიერი საქართველო", რომელიც ოთხ პოლიტიკურ ძალას აერთიანებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად მიმართავს საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნით. ამის შესახებ 26 ნოემბერს ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს კოალიციის ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ, ლევან ცუცქირიძემ, ანა დოლიძემ და ალეკო ელისაშვილმა. ამასთან, ისინი "სახალხო პარლამენტის" გარშემო კონსულტაციების დაწყების ინიციატივით მიმართავენ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებს. "ეს გადაწყვეტილება ჩვენ მიღებული გვქონდა. Читать дальше...
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა. მან ჟურნალისტებს კითხვის პასუხად უთხრა, რომ პარლამენტის შეკრების თარიღი კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში - დუმაში - წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღოს ექსტრემისტული მოძრაობა თალიბანი. კანონპროექტის ინიციატორები არიან ლიბერალ-დემოკრატიული პარტიისა და მმართველი "ედინაია როსიას" წარმომადგენელი შვიდი სენატორი და ხუთი დეპუტატი. დოკუმენტი საშუალებას იძლევა, სიიდან ამოიღონ ორგანიზაცია, თუ მან " შეწყვიტა ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს პროპაგანდას, ტერორიზმის მხარდაჭერას და გამართლებას."... Читать дальше...
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინას შეუტიეს 4 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“ და სარეკორდო რაოდენობის, 188 უპილოტო საფრენი აპარატით. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა. მისი ინფორმაციით, სარაკეტო შეტევა ვორონეჟის და კურსკის ოლქებიდან განხორციელდა, ხოლო დრონებით - ორიოლიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, პოლტავის, ჟიტომირის, ხმელნიცკის... Читать дальше...
მოსკოვში მორიგ ჯერზე ირწმუნებიან, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოში "ფერადი რევოლუციის" მოწყობას. „კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების, დაძაბულობის კერების პროვოცირებას ახდენს, არ ეთაკილება სხვადასხვა ბინძური გეოპოლიტიკური ტექნოლოგიის გამოყენება - მასშტაბური საინფორმაციო ომის ორგანიზებიდან ფერადი რევოლუციების პირდაპირ გაღვივებამდე, როგორც ამის გაკეთებას ცდილობს ახლა საქართველოში“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დსთ-ს უშიშროებისა და სადაზვერვო სამსახურების 20-ე სხდომაზე. Читать дальше...
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება. დადგენილების პროექტს პარლამენტმა დღეს, 26 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი. პროექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინას რამდენიმე კვირის წინ გადასცა კიდევ რამდენიმე ათეული ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. რაკეტების ეს პარტია პირველია, რომელიც ბრიტანეთმა უკრაინას გაუგზავნა პრემიერ-მინისტრად ლეიბორისტი კირ სტარმერის არჩევის შემდეგ. Bloomberg-ის რესპონდენტებმა რაკეტების რაოდენობა და გაგზავნის ზუსტი დრო არ დაასახელეს. სააგენტოს თანახმად, ლონდონმა კიევს რაკეტების ახალი პარტია გადასცა დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებამდე... Читать дальше...
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში ლარის კურსის შესანარჩუნებლად 591,1 მლნ დოლარი გაყიდა. ამ თანხის დიდი ნაწილი, 377,7 მლნ დოლარი, გაყიდა აუქციონის გარეშე - ანუ ისე, რომ გაყიდვაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ და ვიცე-პრემიერმა ალექსანრ ოვერჩუკმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოლაპარაკება გამართეს თალიბანის მთავრობის წევრებთან. რუსეთის ხელისუფლებას თალიბანი ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული და ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად ამ დრომდე არ შეუცვლია. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ქაბულში 25 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შოიგუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განიხილეს ეკონომიკის, ტრანსპორტის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები. Читать дальше...
26 ნოემბერს ვისაუბრეთ არჩევნების დღის შემდგომი პოლიტიკური პროცესის ეკონომიკურ ეფექტსა და შემდგომი იზოლაციის კონკრეტულ გამოხატულებებზე. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ დამფუძნებელი და ვიცეპრეზიდენტი.
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო 20 წლის ნიკიტა ჟურაველი და 13,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მანამდე ჟურაველი გროზნოს სასამართლოს მიერ დამნაშავედ იყო ცნობილი ხულიგნობასა და მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაში და 3,5 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ვოლგოგრადის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელთა ერთობლიობის საფუძველზე ნიკიტა ჟურაველი კოლონიაში 14 წელს გაატარებს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ვოლგოგრადის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული... Читать дальше...
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. გადაწყვეტილება 25 ნოემბერს ვაშინგტონში მიიღო კოლუმბიის ოლქის სასამართლომ. მოსამართლე ტანია ჩუტკანმა დააკმაყოფილა სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის განაცხადი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული საქმეების დახურვის შესახებ. სმიტმა სასამართლოს 25 ნოემბერს მიმართა. სპეციალურმა პროკურორმა გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ მართალია, ბრალდების პოზიცია არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა გარემოებები და იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა... Читать дальше...
რუსი სამხედროების მიერ დატყვევებული 22 წლის ბრიტანელის, ჯეიმს ანდერსონის მამამ ჟურნალისტებს ვაჟის ვინაობა დაუდასტურა. მამა შიშობს, რომ მისი შვილი შეიძლება აწამონ. ამის შესახებ Independent-ი იუწყება. შაბათ-კვირას რუსეთის მთავრობის მომხრე ტელეგრამის არხებზე გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ანდერსონი ჩანს სამხედრო ფორმაში. მოგვიანებით რუსეთის სააგენტო TASS-მა თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ინგლისელი დააკავეს. ვარაუდობენ, რომ ანდერსონი კურსკის რეგიონში დაატყვევეს. გამოქვეყნდა ვიდეო მისი დაკითხვის ფრაგმენტით... Читать дальше...
აშშ-ის იუსტიციის უწყების სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა განაცხადი შეიტანა აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული ორი საქმის დახურვის თაობაზე და თქვა, რომ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება გამორიცხავს მცდელობას, პასუხისმგებლობა დაეკისროს საიდუმლო დოკუმენტების შენახვის ან 2020 წლის არჩევნებში მარცხის გაუქმების საქმეში. ეს გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო, რადგან იუსტიციის სამინისტროში მოქმედი პოლიტიკის თანახმად, არ შეიძლება მოქმედი პრეზიდენტების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. Читать дальше...
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად პირველად დაადასტურა, რომ უკრაინას გაუუქმა შეზღუდვა ამერიკული ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე. ამის შესახებ თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 25 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ”სწორედ ახლა მათ [უკრაინელებს] აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ATACMS-ის რაკეტები თავდაცვის გადაუდებელი საჭიროებისთვის და ეს ხდება ახლა კურსკისა და კურსკის რეგიონის მახლობლად”, - თქვა მან. ცნობები იმის შესახებ... Читать дальше...