ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრებაზე გაცემული ორდერები „საკმარისი არ არის“. ხამენეიმ ეს განცხადება გააკეთა მოხალისეთა კორპუსის შეხვედრაზე 25 ნოემბერს. მისი თქმით, ნეთანიაჰუ და გალანტი სიკვდილით უნდა დაისაჯონ. გასულ კვირაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ქარიმ ხანმა გასცა დაპატიმრების ორდერი... Читать дальше...
ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და მასზე ხშირად არ ლაპარაკობენ.
ბაქოში გამართული გაეროს კლიმატის ცვლილების ყოველწლიური კონფერენციის (COP29) მონაწილეებმა მაინც მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმებას. ღარიბი ქვეყნები უკმაყოფილო არიან. სამიტი ოფიციალურად დასრულდა პარასკევს, 22 ნოემბერს, მაგრამ შეთანხმება მხოლოდ კვირას იქნა მიღწეული. განვითარებულმა ქვეყნებმა შესთავაზეს განვითარებად ქვეყნებს 2035 წლისთვის ყოველწლიურად 300 მილიარდი დოლარის გადახდა კლიმატის ცვლილებისა და „მწვანე“ ენერგეტიკაზე გადასვლის შედეგების წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს სამჯერ მეტია, ვიდრე ახლა, მაგრამ ღარიბი ქვეყნები მაინც აღშფოთებული არიან. Читать дальше...
საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, - რომელიც პრეზიდენტისა და ოპოზიციის დეპუტატების საკონსტიტუციო სარჩელების გათვალისწინებით, სადავოა, - არ ესწრება საკონსტიტუციო სასამართლოს არცერთი მოსამართლე. სხდომაზე, სხვადასხვა საკონსტიტუციო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა პარლამენტის პირველ სხდომაზე მიწვეული იყო. Читать дальше...
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს - ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ, აირჩიეს პაპუაშვილის სამი მოადგილეც: გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი. 25 ნოემბერსვე უყარეს კენჭი მამუკა მდინარაძეს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე. მე-11 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე შეიკრიბა ამ პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნების და ქუჩაში საპროტესტო აქციის ფონზე. Читать дальше...
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტში მყოფი დეპუტატები მას ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. მე-11 მოწვევის პარლამენტმა, - რომელმაც პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნა, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, რომლითაც ის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს - პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. ამის შემდეგ სხდომათა დარბაზში ვრცელი სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე... Читать дальше...
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვეს ულტრამემარჯვენეთა წარმომადგენელმა კელინ ჯორჯესკუმ და რეფორმატორმა ელენა ლასკონიმ. ისინი მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ხმების დათვლა თითქმის დასრულებულია. 62 წლის ჯორჯესკუ დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, მას ამომრჩეველთა 22,95%-მა მისცა ხმა. ლასკონიმ, რომელიც „რუმინეთის ხსნის კავშირის“ ლიდერია, 19,17% მოიპოვა. ლასკონიმ უკანასკნელ მომენტში გაუსწრო მოქმედ პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუს, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის, PSD-ის ლიდერია. Читать дальше...
მე-11 მოწვევის პარლამენტმა, - რომელმაც პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნა, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, რომლითაც არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს - პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. დამსწრე დეპუტატებმა, - „ქართული ოცნების“ წევრებმა, - პარლამენტის წევრის ფიცი დადეს. ფიცი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა წაიკითხა. მანამდე დროებითმა სამანდატო კომისიამ დაადასტურა, რომ წესრიგშია პარლამენტის 150 არჩეული წევრის საბუთები. პარლამენტში დეპუტატების... Читать дальше...
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კალუგის ოლქში დრონებით იერიში მიიტანეს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით. წყაროს თანახმად, დრონებით დარტყმის შედეგად ობიექტზე აფეთქებები 25 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ მოხდა და ხანძარი დაიწყო. გამოცემა „რბკ-უკრაინას“ სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ეს ობიექტი კომპანია „კალუგანეფტეპროდუქტის“ ნავთობის ბაზაა. Читать дальше...
Сборная Грузии по баскетболу в Тбилиси обыграла Финляндию со счетом 81:64 и увеличила свои шансы выхода на Евробаскет-2025
Парламент Грузии XI созыва приобрел полные полномочия, и, соответственно, прекращены полномочия законодательного органа предыдущего созыва.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე ჟურნალისტების კითხვის პასუხად განმარტა, რატომ არ მიიწვიეს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები 25 ნოემბერს პარლამენტში. "დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. უპირველეს ყოვლისა, ეს დღე არის ჩვენი მოქალაქეების, მათი არჩეული პარლამენტის. პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და ეს დღე... Читать дальше...
В парламент Грузии по итогам выборов 26 октября прошли пять политических сил:
25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნა საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა, - რასაც პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები არალეგიტიმურად მიიჩნევენ. „ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად, სხდომას ესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე და საარჩევნო პარტიული სიის პირველი ნომერი, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი. სხდომას არ ესწრება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის პარალელურად, პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები 11 საათიდან შეიკრიბნენ. Читать дальше...
Проект приказа учитывает лучшую международную практику и направлен на увеличение возможного максимального размера денежного штрафа для таких важных случае
დღეს დილით აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ ხარკოვის ცენტრში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე, სადაც დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაჭრილია, სულ მცირე, 15 ადამიანი, რომელთაგან 9 ჰოსპიტალიზებულია. რა ტიპის იარაღით განხორციელდა შეტევა, ჯერჯერობით გაურკვეველია. ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის არმია თითქმის ყოველდღე უტევს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის პარალელურად, - რომლის მონაწილეებიც არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, - პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები იკრიბებიან.
უკრაინამ დაასახელა რუსეთის სამხედრო დანიშნულების კიდევ ერთი საწარმო, რომელსაც დღეს, 25 ნოემბერს, შეუტიეს. ქარხანა რუსეთის ქალაქ კალუგაში მდებარეობს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელ ანდრი კოვალენკოს მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, შეტევა იყო ქარხანა „ტაიფუნზე“, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია და აწარმოებს რადიოელექტრონული დაზვერვის და კავშირის საშუალებებს, ოპტიკურ-ელექტრონულ სისტემებს და... Читать дальше...
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში, - რომელსაც პარლამენტი 25 ნოემბერს დაამტკიცებს, - სამი მინისტრი იცვლება. მინისტრობის კანდიდატები - პარლამენტის წევრები - კობახიძემ 25 ნოემბერს წარადგინა მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე: საგარეო საქმეთა მინისტრი: მაკა ბოჭორიშვილი ჩაანაცვლებს ილია დარჩიაშვილს, რომელიც პოსტს 2022 წლის 4 აპრილიდან იკავებდა. ბოჭორიშვილი 2020-24 წლების (მე-10 მოწვევის) პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. იუსტიციის მინისტრი... Читать дальше...
25 ნოემბერს ვისაუბრეთ მმართველი ძალის მიერ პარლამენტში დაგეგმილ შერებააზე, რომელსაც ისინი პარლამენტის პირველ სხდომას, პრეზიდენტი კი არაკონსტიტუციურს უწოდებს; აგრეთვე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. ეთერში ჩაგვერთო: სანდრო ბარამიძე, "TI - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი.
25 ნოემბერს, გამთენიისას ვილნიუსის აეროპორტში დაშვებისას კატასტროფა განიცადა გერმანული ლოგისტიკური კომპანია DHL-ის სატვირთო თვითმფრინავმა, Boeing-მა. სააგენტო Delfi-ს ინფორმაციით, თვითმფრინავი ორსართულიან სახლს დაეცა. ბორტზე ორი პილოტი და კომპანიის ორი თანამშრომელი იმყოფებოდნენ. სააგენტოს ცნობით, ჯერჯერობით დადასტურებულია ერთი მფრინავის სიკვდილი. DHL-ის თვითმფრინავის კატასტროფის ფაქტი სააგენტო Reuters-ს დაუდასტურეს ვილნიუსის აეროპორტის და ლიეტუვის პოლიციის წარმომადგენლებმა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. Читать дальше...
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარი ასლან ბჟანია ისევ აპირებს „პრეზიდენტად“ კენჭისყრას. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ მიერ დღეს, 25 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბჟანია ამბობს, რომ „აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში“ მონაწილეობას „აუცილებლად მიიღებს“ და თავის კანდიდატურას დააყენებს. ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა „სახელმწიფოს იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა“, თუმცა სიტუაცია არ მისულა „დაუბრუნებელ წერტილამდე“. ასლან ბჟანიამ... Читать дальше...
პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც წუხელ, 24 ნოემბერს, საპროტესტო დემონსტრაციაზე დაპირისპირებისას პოლიციელს სახეში ხელი დაარტყა, დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 44 წლის პირი „პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით“ არის დაკავებული. შსს ამ ინციდენტს აფასებს, როგორც „თავდასხმას“ და „ფიზიკურად ძალადობას“: „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას... Читать дальше...
თურქეთის ქალაქ ანტალიის აეროპორტში დაშვების შემდეგ ხანძარი გაუჩნდა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ სამგზავრო თვითმფრინავს. ბორტზე იმყოფებოდა 89 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მათი ევაკუაცია სათადარიგო ტრაპებით განხორციელდა და არავინ დაშავებულა. ანტალიის აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარი მალე ჩააქრეს. ადმინისტრაციაც ადასტურებს, რომ მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან. Sukhoi Superjet 100-ის ტიპის თვითმფრინავი სოჭი-ანტალიის რეისს ასრულებდა. ავიაკომპანია „აზიმუტის“ წინასწარი მონაცემებით... Читать дальше...
ოპოზიციური გაერთიანების, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს. პარლამენტის წინ აქციის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაა მობილიზებული. დილის 7:15 საათისათვის გეგელია მოედანზე, ჭავლის მანქანებთან მდგარ პოლიციელებთან მივიდა და ჰკითხა, აპირებდნენ თუ არა ისინი დემონსტრანტების დარბევას. როდესაც გეგელია ერთ-ერთ პოლიციელს მიმართავდა, წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს. „მე ვარ საქართველოს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი. Читать дальше...