მოსკოვში სასამართლომ დააჯარიმა გამოცემა Eksmo და ტიპოგრაფიკის კომპანია "პარეტო-პრინტი", ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ბრალდებით - რომელიც აღმოაჩინეს მწერალ ვლადიმირ სოროკონის რომანში "მემკვიდრეობა". ამ ცნობას სასამართლოდან ავრცელებს სააგენტო TASS-ი. ორივე ორგანიზაციას დაეკისრა ოთხ-ოთხი მილიონი რუბლის (39 000 ამერიკული დოლარი) გადახდა. მანამდე იგივე ბრალდებით ანალოგიური ჯარიმა დააკისრეს გამოცემას АСТ. სასამართლოსადმი წარდგენილი საექსპერტო დასკვნა ირწმუნებოდა, რომ "მემკვიდრეობაში" არის პორნოგრაფიული ხასიათის რვა ეპიზოდი... Читать дальше...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 19 ნოემბერს აცხადებს, რომ ღამით ბრიანსკზე თავდასხმისას უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული ექვსი ATACMS-ის რაკეტა გამოიყენა. იგი დასძენს, რომ რუსეთის ძალებმა შეძლეს მათგან ხუთის ჩამოგდება და ერთის დაზიანება. სამინისტროს თანახმად, დაზიანებული ATACMS-ის ნაწილები სამხედრო ობიექტს დაეცა, რასაც მოჰყვა ხანძარი, რომელიც მალევე ჩააქრეს. სამინისტროს განცხადებით, მსხვერპლი არ არის. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის სააგენტო RBK-მ უკრაინის არმიის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა... Читать дальше...
მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ბაია კვიციანი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ბრძანება პრემიერ-მინისტრმა 14 ნოემბერს გამოსცა.
უკრაინაში აცხადებენ, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს სამხედრო დანიშნულების ორ ობიექტზე. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელ ანდრი კოვალენკოს მიერ დღეს, 20 ნოემბერს, დილით ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ბელგოროდის ოლქში შეუტიეს კომპანია „ეფკოს“ ქარხანას, რომელიც კვების პროდუქტების გარდა, აწარმოებს ე.წ. სატვირთო დრონებს და მათ რუსული არმია სამხედრო მიზნებით იყენებს. კოვალენკოს ცნობითვე... Читать дальше...
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდის განცხადებისთვის, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ომის დაწყებიდან 1000 დღის გასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ცოლის და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ფირაშვილს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ფირაშვილის ადვოკატმა გიორგი ძოწენიძემ რადიო თავისუფლებასთან მოკლე კომენტარში თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. შემთხვევაზე, რომელიც რუსთავში 2024 წლის 22 მაისს მოხდა, რადიო თავისუფლებაც წერდა. მკვლელობამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე... Читать дальше...
Жюри конкурса International Landscape Photographer of the Year 2024 назвало имена лучших фотографов со всего мира. Смотрите в фотоленте Sputnik работы лауреатов
კიევში დროებით დახურეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ საელჩოზე დაყრდნობით წერს, რომ დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიიღო კონკრეტული ინფორმაცია, რომლის თანახმად, დღეს, 20 ნოემბერს, მოსალოდნელია მასშტაბური საჰაერო შეტევა. უსაფრთხოების მიზნით დღეს საელჩო არ იმუშავებს. თანამშრომლებს უსაფრთხო ადგილებში ყოფნის ინსტრუქცია მისცეს. საელჩო უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მიმართავს, საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადავიდნენ თავშესაფრებში. Читать дальше...
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები გმობენ 19 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის დაშლას. ერთობლივ განცხადებას, 20 ნოემბრის დილის 11:00 საათისთვის, 400-მდე ადამიანი უერთდება. განცხადებაზე ხელმომწერები აპროტესტებენ უნივერსიტეტის ტერიტორიის პოლიტიკური მიზნებისთვის და შსს-ს დანაყოფების მიერ გამოყენებას.
Сборная Грузии на выезде потерпела обидное поражение от сборной Чехии 1:2
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ იმ ახალგაზრდების გვერდით დგას, რომლებიც საქართველოში ქვეყნის ევროპული ღირებულებების დასაცავად იბრძვიან. ამის შესახებ ნათქვამია „მსოფლიო ბავშვთა დღის“ შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.
20 ნოემბერს ვილაპარაკეთ ანონიმურ და გასართობ გვერდებზე, რომლებიც ევროკავშირის საწინააღმდეგო დასპონსორებულ პოსტებს ავრცელებენ; აგრეთვე ერთ სატელეფონო ზარზე ეუთო/ოდირის სპიკერთან. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და მაიკო რატიანი, „მედიის განვითარების ფონდის“ მკვლევარი.
По сравнению с предыдущим значением курс грузинской национальной валюты понизился на 0,0084 лари по отношению к доллару
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტად აღიარა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ქვეყნიდან დევნილი ედმუნდო გონსალესი. ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 28 ივლისს ჩატარდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმების 51%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო. მისი ინაუგურაცია 2025 წლის 10 იანვარსაა დანიშნული. გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის კანდიდატი დიპლომატი ედმუნდო გონსალესი იყო, ოქმების ასლების საფუძველზე აცხადებდა, რომ რეალურად გონსალესმა გაიმარჯვა ხმების 70%-ზე მეტით. Читать дальше...
Участники акции протеста, требующие проведения новых парламентских выборов в Грузии, покинули проспект Меликишвили в центре Тбилиси после призывов лидеров оппозиции, которые заявили, что протесты продолжатся и обещали в ближайшее время сообщить о своих планах.
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ. ოპოზიციის ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილებს დღეს, 20 ნოემბერს, დაახლოებით დილის 8 საათისთვის გააცნო „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ: „რაღაცნაირად უნდა გადავიგეგმოთ და რაღაცა განსხვავებულია მოსაფიქრებელი და არა იგივე, რასაც აქ ვაკეთებდით". ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ სტრატეგია შეცვალა... Читать дальше...
20 ნოემბრის დილის 6 საათისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მყოფ საპროტესტო აქციის მონაწილეებთან და ორგანიზატორებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ და განუმარტეს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის შესაბამისად აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ შეესაბამებოდა გზის სავალი ნაწილის დაკავების აუცილებლობას. პოლიცია აქციის მონაწილეების მიმართულებით ჭავჭავაძის გამზირიდან დაიძრა, პოლიცია მობილიზებული იყო ასევე კეკელიძის ქუჩაზეც. "შეკრება- მანიფესტაციის კანონის თანახმად განგიმარტავთ, რომ გზის... Читать дальше...
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
სამშაბათს ესპანეთის მთავრობის ვებსაიტმა გამოაქვეყნა ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტში მონაწილე ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება. ის განსხვავდება G20-ის სამიტის შემდეგ ამავე დღეს მიღებული განცხადებისაგან, რომელიც არ შეიცავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაგმობას. ევროპის ექვსი სახელმწიფოს განცხადებაში, რომელიც ომის დაწყებიდან 1000 დღის გასვლას ეძღვნება, ნათქვამია, რომ რუსეთმა ათასობით ადამიანი... Читать дальше...
სტუდენტების ნაწილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შესვლა მოახერხა. მათი განცხადებით, ისინი არ აპირებენ დაშლას და შენობის დატოვებას მანამ, სანამ მათი მოთხოვნა, რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომის შესახებ, არ შესრულდება. "მთავარია თსუ-ის რექტორის შეცვლა. საქართველოს და თსუ-ის არსებობა ერთმანეთთან სიმბოლურად არის გადაკვანძული. ეროვნული მოძრაობა დაიწყო თსუ-დან და ახალი ეროვნული მოძრაობაც დაიწყება თსუ-დან. დავრჩებით აქ მანამდე, სანამ ჯაბა სამუშია არ გადადგება", - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა და სამოქალაქო აქტივისტმა... Читать дальше...