21 ივნისს ვისაუბრეთ განათლების სექტორისა და ბაზრის მოთხოვნას შორის აცდენაზე - რა განაპირობებს ამას და რა კავშირი აქვს ამ პრობლემას ეკონომიკურ კეთილდღეობასთან? სტუმარი: თამარ სულუხია, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი და გოტა ჭანტურია, განათლების კოალიციის დირექტორი.
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი სრული დატვირთვით მუშაობს. სადგურ „ვაჟა-ფშაველაზე“ გამომძიებლებმა მუშაობა დაასრულეს - ამ სადგურზე, ლიანდაგებში, დღეს დილით მგზავრი ჩავარდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა კაცი, რომელსაც ბრალად ედება სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებლის არსებობაზე ცრუ შეტყობინების გაკეთება. მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Причины случившегося пока неизвестны