ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის ამ კვირის ეპიზოდში დუეტით წარსდგა, მისი მეწყვილე ქალი კარინა დე ანჯელო იყო. სამწუხაროდ, ქართველი შემსრულებლის მეწყვილე სიმღერის დროს პანიკამ მოიცვა, რაც გამოსვლაშიც შეეტყო და ჟიურის ეს ფაქტი არ გამორჩა. წყვილის ვიდეო პროექტმა ასე დაასათაურა: “მათ დუეტთან ერთად რაღაც დრამა ჰქონდათ!” ბუზალაძე წარუმატებელ დუეტს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით გამოეხმაურა. მისი თქმით,... Читать дальше...
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც 2010-2022 წლებში ელექტროენერგეტიკის სექტორის მაჩვენებლები და ტენდენციებია მიმოხილული. "საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე გამომუშავება, რასაც ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა მოჰყვა", - ესაა მკვლევრების ერთ-ერთი დასკვნა. ისინი იქვე აღნიშნავენ იმასაც, რომ ბოლო წლებში საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული. ავტორების შეფასებით, რუსეთიდან ელექტროენერგიის სრულად შეწყვეტის შემთხვევაშიც კი... Читать дальше...
79 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი, ვეტერანი სპორტსმენი ჯამლეტ ხუხაშვილი. ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, ტელეკომპანია „იმედში", სპორტულ რადიო „ჯაკოში". იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი, 1990 წლიდან - კლუბ „მაქაბის“ პრეზიდენტი. 1998 წელს ჯამლეტ ხუხაშვილი დაჯილდოვდა "ღირსების ორდენით", ქართული სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის, ქართველი და ებრაელი ხალხის ურთიერთობათა განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის. Читать дальше...
თიბისი ლიზინგმა და „ჯინვენტორის“ მიერ შექმნილმა პირველმა “მწვანე” USB კაბელების კომპანია „ტენემ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პარტნიორობის ფარგლებში თიბისი ლიზინგის ოფისებში პლასტმასის გადასამუშავებელი ურნები და ჭიქების კოლექტორი განთავსდება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა უფრო მასშტაბური „მწვანე“ პროექტების დასაწყისი იქნება და კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, დადებით გავლენას იქონიებს გარემოს დაცვაზე. თიბისი ლიზინგი სრულად იზიარებს „ტენეს“ პოლიტიკას... Читать дальше...
78 წლის ასაკში სპორტული კომენტატორი, ჟურნალისტი და ყოფილი სპორტსმენი ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა. ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში „იმედი“, სპორტულ რადიოში „ჯაკო“; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი. 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან მაქაბის კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (2004). დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), ...
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის განმავლობაში, სულ მცირე 50 უფლებადამცველი, ჟურნალისტი და ჰუმანიტარული მისიების მოხალისე დაიღუპა. ასეთი რიცხვია მოტანილი საერთაშორისო პროექტ Front Line Defenders-ის ანგარიშში. პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთს, ომის დასაწყისიდანვე, მიზანში ჰყავდა ამოღებული უკრაინელი უფლებადამცველები, რომლებიც უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების მოპოვებით იყვნენ დაკავებული. ეს ფაქტობრივი მასალა აუცილებელია მომავალი სასამართლო პროცესებისთვის. Читать дальше...
ორი დღის წინ რუს ბლოგერს ნადეჟდა სტრელეცს ქეთა თოფურიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა. რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალმა ვრცლად ისაუბრა ოჯახზე, კარიერაზე და პირად ცხოვრებაზე. თოფურიამ ასევე ისაუბრა გარდაცვლილ მამა, ანდრო თოფურიაზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ ციხეში დაიღუპა და კანონიერი ქურდი იყო… ქეთას მამაზე არაერთხელ დაწერილა მედიაში. მომღერალი ყოველთვის გაურბოდა მასზე ღიად საუბარს. ცნობილია, რომ მამის გარდაცვალება... Читать дальше...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება. „მინდა გაცნობით, რომ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია-განახლება. ასევე, შალიკაშვილის ხიდის, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. წერეთლის გამზირზე, როგორც სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში, სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. კერძოდ, შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების... Читать дальше...
თბილისი რაც არის ყველამ ვიცით, თავისი ქუჩებით, თავისი უბნებით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ, შეუძლებელია იმ ქუჩების გაფართოება, სადაც კონკრეტულად პრობლემებია და გარკვეული დისკომფორტია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეის მონაცემებით დედაქალაქში დაახლოებით 580 ათასიდან 600 ათასამდე კერძო ავტომობილი გადაადგილდება. „ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ქალაქში არის საცობები და წლიდან ...
ბრიტანულ გაზეთ “დეილი ტელეგრაფში” (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია ლორდ რიჩარდ დანატის – 2006-2009 წლებში დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსის – სტატია სათაურით – “ვლადიმერ პუტინს კრემლში მალე იულიუს კეისრის ბედის გაზიარება მოუწევს: ბრძოლის ველზე განცდილი კატასტროფის გამო რუსი გენერლები, სავარაუდოდ, ხელში ბრუტუსის მახვილს აიღებენ“. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა ...
„სამართლიანი საქართველოს“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორები უკვე დაარწმუნა იმაში, რომ ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს განზრახ აზიანებს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ახლა შანსი უნდა გაჩნდეს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო საქართველო არ დაზარალდეს. „მგონი, მმართველმა პარტიამ უკვე დაარწმუნა საერთაშორისო პარტნიორები იმაში, რომ ისინი ამას გამოუცდელობით კი არ ჩადიან, განზრახ აზიანებენ ამ პროცესს. ხელისუფლებაში ...
ამერიკულ ტანკ M1A1 Abrams-ებზე საბრძოლო ოპერაციებისთვის უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადება ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ის "შედარებით მალე" დაიწყება, - განუცხადა სამშაბათს ჟურნალისტებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა. "ჩვენ განვაგრძობთ ტანკების აღჭურვას საჭირო შეიარაღებით", - დასძინა ოფიციალურმა პირმა. რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ამერიკელმა ინსტრუქტორებმა 7000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაწვრთნეს. ვაშინგტონი გასულ იანვარში დათანხმდა ამ კლასის ტანკების უკრაინისთვის გადაცემას... Читать дальше...
გამოცემა Forbes-ის თანახმად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს 544-ე ადგილი უკავია. მისი ქონება Forbes-ს 4.9 მლრდ დოლარად აქვს შეფასებული, რაც 2022 წელთან შედარებით 100 მლნ დოლარით მეტია. გამოცემის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა 2022 წლის დეკემბერში ბიძინა ივანიშვილს 210 მლნ დოლარი გადაუხადა. Bloomberg-ი კი საქართველოს ექსპრემიერის ქონებას 5.95 დოლარად... Читать дальше...
იერუსალიმში, ალ-აქსის მეჩეთში შეტაკებები მოხდა პალესტინელებსა და ისრაელის საპოლიციო ძალებს შორის. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პალესტინელმა ახალგაზრდებმა სამართალდამცავებს პეტარდები და ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მასობრივ არეულობას წინ უძღოდა ისრაელის პოლიციის ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მეჩეთიდან ახალგაზრდების ჯგუფის გაყვანას. პოლიციის თანახმად, ეს პირები შეიარაღებული იყვნენ პიროტექნიკით, ჯოხებით და ქვებით და მას შემდეგ, რაც მეჩეთის დასატოვებლად დიალოგმა შედეგი არ გამოიღო... Читать дальше...
სატელეკომუნიკაციო კომპანია "ბილაინი" სახელს იცვლის. დღეიდან კომპანია თავის აბონენტებს "სელფის" სახელით მოემსახურება. შეცვლილი სახელით კომპანიამ ოპერირება დღეიდან, 5 აპრილიდან, დაიწყო. beeline.ge-ზე შესვლისას მომხმარებელი ავტომატურად გადამისამართდება ახალ ვებსაიტზე, cellfie.ge-ზე. "ჩვენ გვესმის, რომ ცვლილებამ შეიძლება ბევრი კითხვა გაგიჩინოთ. გარწმუნებთ, რომ ახალ ბრენდზე გადასვლა არ შეგიქმნით დისკომფორტს. თქვენგან არ იქნება საჭირო რაიმე მოქმედების შესრულება. ნომრით და ჩართული მომსახურებებით სარგებლობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობთ"... Читать дальше...
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოთხშაბათს სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრა ჩინეთს, სადაც შეეცდება გადაარწმუნოს ჩინეთის ხელისუფლება, უარი თქვას რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერაზე და დაამყაროს უფრო მჭიდრო კავშირი მის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან. სააგენტო „ფრანს-პრესის“ თანახმად, თავის კოლეგა სი ძინპინთან მოლაპარაკების დროს, ემანუელ მაკრონი შეეცდება უკრაინის პოზიციების დაცვას და შესთავაზებს ჩინეთის ლიდერს „სხვაგვარ მიდგომას“, განსხვავებულს იმ პირდაპირი კონფრონტაციული ტონისგან, რომელიც ხშირად ისმის ვაშინგტონიდან. Читать дальше...
კანონპროექტი, რომელმაც მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხი უნდა დაარეგულიროს, პარლამენტს სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში წარედგინება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, საკითხზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტ მუშაობს და ის პროექტის დონეზე უკვე მომზადებულია. თალაკვაძის განმარტებით, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება საბაზისო სერვისები, რაც ცხოველების გამრავლების კონტროლს, ქუჩაში მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვას, ინფექციების მართვას... Читать дальше...
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა პოლონეთში, სადაც მოლაპარაკებას გამართავს პრეზიდენტ დუდასთან. ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად პოლონეთში იმყოფებიან უკრაინის პირველი ლედი ოლენა და მთავრობის წარმომადგენლები. პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტის წინ ცნობილი გახდა, რომ ვარშავამ კიევს გადასცა საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილი. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი 2022 წლის დეკემბერში, აშშ-ში შედგა. Читать дальше...
7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც მის შვილზე გული შესტკივა. ვიდეომიმართვა მან "TV პირველს" გაუგზავნა. "მე ვარ თამთა კალანდაძე - ლაზარეს დედა. ამას ვამბობ სრული სიამაყით იმიტომ, რომ ჩემი შვილი ჩემს თვალში გმირია, რომელსაც გული შესტკივა თავის სამშობლოზე და გულანთებული, ნათელი ადამიანია. მე ჩემს შვილს რომ ვუყურებ, მის თბილ და მოსიყვარულე გულს ვხედავ და არა დახატულ იმიჯს", - ამ სიტყვებით იწყებს ლაზარეს დედა ვიდეომიმართვაში საუბარს. Читать дальше...
საქართველოს ბანკი განათლების მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, თბილისში ქართულ-ამერიკული სკოლა გაიხსნება, რომელიც 4 500 კვ.მ. მიწის ფართობზე 2 700 კვ.მ.-ის შენობა განთავსდება. ტერიტორიაზე დამატებით საინფორმაციო ცენტრის და სპორტული დარბაზის შენობებიც მოეწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონი ლარია, ბანკის ფინანსური მხარდაჭერა კი 6 მილიონ ლარს შეადგენს. ახალი სკოლის მშენებლობა 2023 ...
თურქეთის პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას მოითხოვს. რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეფასებით, მდგრადი ვერ იქნება სისტემა, რომელშიც მხოლოდ 5 სახელმწიფოს ნებაზეა დამოკიდებული დანარჩენი მსოფლიოს ბედი. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, პრეზიდენტმა ერდოანმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობაზე 4 აპრილს, საღამოს ილაპარაკა ანკარაში, მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ შტაბ-ბინაში, სადაც იფთარზე უმასპინძლა უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. გაეროს... Читать дальше...