მოსკოვის პოლიციამ სულ მცირე 11 ადამიანი დააკავა ბელარუსის საელჩოსთან გამართულ აქციაზე. ამის შესახებ უფლებადამცველთა მედიაპროექტი ОВД Инфо იუწყება. ერთ-ერთი დაკავებულის, მუსიკოს ოლეგ კლიმოვის ინფორმაციით, პოლიციელებმა დაკავებულებს შეუდგინეს ოქმი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღების და თამბაქოს მოწევისთვის. კლიმოვი ამბობს, რომ პირადად ის სრულიად ფხიზელი იყო. ბელარუსში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მხარდასაჭერად მოსკოვში, 23 აგვისტოს გამართულ აქციაში ასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. Читать дальше...
ბელარუსის პრეზიდენტის პრესმდივნის, ნატალია ეისმონტის განცხადებით, 23 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში ალექსანდრ ლუკაშენკა დამოუკიდებლობის სასახლეში მუშაობდა და ვითარებას აკონტროლებდა მაშინაც, როცა ეისმონტის სიტყვებით, ე.წ. მომიტინგეებმა სცადეს შენობის ერთგვარი შტურმი. „თუმცა, შგვიძლია ვთქვათ, რომ მომიტინგეებს გამბედაობა დიდხანს არ ეყოთ და როცა დაინახეს, რა შეიძლება მომხდარიყო, სწრაფად მოტრიალდნენ და საპირისპირო მიმართულებით გაიქცნენ“, - ლუკაშენკას პრესმდივნის ამ განცხადებას სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს. Читать дальше...
შატილში, ავტოავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. სამი ქალი შატილიდან თბილისში კატასტროფის ბრიგადებმა გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ექიმმა გიორგი მძინარიშვილმა მედიას აცნობა, რომ პაციენტებს აქვთ სხეულის მრავლობითი ტრავმული დაზიანებები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და არასტაბილური ჰემოდინამიკა. 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. Читать дальше...