საქართველოს მთავარი პროკურატურისგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელახალი გამოძიებისთვის გადაეცა თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმე. წუხელ შსს-ს გამომძიებლების შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელსაც ერთ-ერთი მოკლულის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ადანაშაულებს დამნაშავეთა მფარველობაში. თავად სუბელიანი ამ ბრალდებას უარყოფს. 31 მაისს ღამით, პარლამენტთან საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ... Читать дальше...
თბილისში, პარლამენტის შენობასთან კარვები გაშალეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობასთან კავშირის მქონე ყველა პირის დასჯას და საქართველოს მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. რამდენიმე ათეულ თანამოაზრესთან ერთად ღამე რუსთაველის გამზირზე გაატარა მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ. "თუ დაუყოვნებლივ არ იქნება დაკავებული ყველა ის პირი, რომელსაც მფარველობდა სისტემა, ფეხს არ მოვიცვლი აქედან,"- განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი აქცია 16 საათზე განახლდება. Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter როგორ არბევდა და ცემდა მშვიდობიან მომიტინგეებს ზვიად კუპრავა ინტერნეტში ვიდეოკადრები ვრცელდება.
Facebook Messenger Viber Twitter პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე მისულ პრემიერ-მინისტრს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ცდილობს ხალხის აბუნტებას გიორგი კვირიკაშვილის წინ მდგომი, თავისუფალი ზონის წევრი ფარნაოზ ჭკადუა და როგორ ანიშნებს ცალკეულ ადამიანებს, რომ პრემიერს სიტყვის უფლება არ მისცენ და უარყოფითი ემოცია გამოხატონ.