უფრო სწორად - რატომ ჯაბნიან სახლები ხეებს? - რიტორიკული შეკითხვაა, მაგრამ თბილისში ისევ და ისევ ისმის ეს კითხვა. და თუმცა პასუხი ყველამ იცის, ხეები ისევ იჭრება და მათ ადგილზე ისევ იწყება მშენებლობები. პასუხისმგებლობაზე ხეების გაჩეხვის გამო და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესის შეჩერება - გადაცემაში „თავისუფლების ნიუსრუმი“. მას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
90-იანი წლებიდან „ჯინსების თაობა“ უკვე სრულიად ლეგალურად შეუდგა საკუთარი მმართველობის განმტკიცებას „დაბალი ფენების“ სრული დაკაბალების ხარჯზე. მათი მედასავლეთეობა კი საკუთარი თავის არა დასავლურ სოციალურ სახელმწიფოსთან, არამედ დასავლურ ნეოკოლონიალიზმთან გაიგივებით გამოიხატებოდა. თანამედროვე ქართული ლიბერალური და ნეოლიბერალური ელიტის დასავლეთთან თვითიდენტიფიკაცია საკუთარი ჰეგემონიურობის იდენტობის პოლიტიკაა და არა დემოკრატიული ღირებულებების გათავისება.