საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა და ჩვენში ყველა ქრისტიანული დღესასწაული აყვანილია სახელმწიფო დღესასწაულის რანგში. არადა, არ დაგვავიწყდეს, რომ ქართული სახელმწიფო საერო და მრავალეროვანია, მასში საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი სხვა რელიგიური კონფესიებიც.