„ჩვენ არ ვზრდით ტერორისტებს, ჩვენ არ ვართ ტერორისტები“, - მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლემ, მედიკო მარგოშვილმა სუს-ში გამართული ბრიფინგის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„ჩემი შვილის მკვლელს თვალებს ამოვთხრი. მაგის გულისთვის უნდა დამაკავონ და ტერორისტული აქტი უნდა დამაბრალონ ამ სადისტებმა და საზიზღრებმა? მაგათ ძალიან სწყურიათ ტერორისტული აქტები... ჩვენ არ გვინდა, არ ვართ ტერორისტები, ჩვენ არ ვზრდით ტერორისტებს რატომ, რისი გულისთვის გვაბრალებენ“,- უთხრა მედიკო მარგოშვილმა ჟურნალისტებს.
„იცის, რომ ყველა ტელეფონი ისმინება, მაშინ დასაბმელი გიჟი ყოფილა ჩემი მეუღლე, ტელეფონით, თუ რამეს გეგმავს“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.