მოსკოვში, მეტროს სადგურ „მარინა როშჩას“ მახლობლად გაიმართა საპროტესტო პიკეტი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან მომხდარი წამების წინააღმდეგ.
ათამდე ადამიანს ხელთ ეპყრა პლაკატი დმიტრი პჩელნიცევის, ილია კაპუსტინასა და ილია შაკურსკის სახელებით, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაცია „ქსელის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში ფიგურირებენ. ანარქისტ სვიატოსლავ რეჩკალოვის დაჯგუფების წევრები ეჭვმიტანილი არიან მმართველი „ედინაია ოსიას“ მოსკოვის ოფისის დარბევაში.
ლიბერტარიანული პარტიის წევრი რუსლან ბატარდინოვი საავადმყოფოში აღმოჩნდა ტვინის შერყევის დიაგნოზით მას შემდეგ, რაც ის „ეფესებეს“ თანამშრომლებმა დაკითხვაზე დაიბარეს. აღიარებითი ჩვენების გამოძალვის მიზნით გამომძიებლების მხრიდან წამებას უჩივის ასევე მოსკოვის უნივერსიტეტის ასპირანტი აზატ მიფტარხოვი, რომელსაც გამოძიება ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადებას ედავება.
მოსკოვის ხელისუფლებასთან შეთანხმებული აქციის ორგანიზატორი იყო არარეგისტრირებული ლიბერტარიანული ორგანიზაცია.