საქართველოს ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა ახალციხესა და ახალქალაქში ფეხით მსვლელობა 23 აპრილს, საღამოს და 24 აპრილს, დილით მოაწყო. საქართველოს პარლამენტში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ამბობს, რომ ამ დღეს მსოფლიოში მცხოვრები ყველა სომეხი აღნიშნავს.