ყოფილი რუსი ნავთობმაგნატი და კრემლის კრიტიკოსი, მიხაილ ხოდორკოვსკი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ დაახლოებულ პოლიტიკურ და ბიზნეს გარემოცვას სურს, რომ ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში დარჩეს მეოთხე ვადის გასვლის შემდეგაც. ამის შესახებ ხოდორკოვსკიმ თქვა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში და დასძინა, რომ თავად პუტინი შესაძლოა ფიქრობდეს აღარ დარჩეს ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით და არც იმას გამორიცხავდეს, რომ იგი მისმა რომელიმე თანამებრძოლმა ჩამოიცილოს, ჯანმრთელობის შერყევის შემთხვევაში.
„მაგრამ პუტინის გარემოცვას საკუთარი უსაფრთხოება აღელვებს და ცდილობს დაარწმუნოს პუტინი, რომ დარჩეს ხელისუფლებაში 2024 წლის შემდეგაც“, - აცხადებს ხოდორკოვსკი და დასძენს, რომ მას რუსეთში შეუძლებლად ეჩვენება ხელისუფლების იმგვარი გადაცემა, როგორიც ახლახანს ყაზახეთში მოხდა.