ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ ორი პირია დაკავებული "დრონების დანაშაულებრივი გამოყენებისთვის", რამაც ლონდონის გეტვიკის აეროპორტში მიმოსვლა შეაფერხა. სასექსის პოლიციის წარმომადგენლის, ჯეიმს კოლისის თქმით, ისინი 21 დეკემბერს, გვიან საღამოს დააკავეს, "როგორც ნაწილი მიმდინარე გამოძიებისა დრონების დანაშაულებრივი გამოყენების შესახებ, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა რეისების მიღება და გაშვება გეტვიკის აეროპორტში". პოლიცია საზოგადოებას მოუწოდებს გეტვიკთან ახლოს ფრთხილად იყოს და პოლიციას მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია. დაკავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება, თუმცა იუწყებიან, რომ მათთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. მთავრობის ცნობით, დრონების გაშვება წარმოადგენდა განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა სადღესასწაულო დღეებში რეისების შეფერხებას.