შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩის საქმეზე, არასრულწლოვნების გამოკითხვა მიმდინარეობს. მოზარდები მკვლელობის თვითმხილველები არიან, თუმცა გამოკითხვის სხვა დეტალები უცნობია.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა,სარალიძე კი, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.