ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სირიაში აშშ-ის სამხედროების ყოფნა თავიდანვე "ალოგიკური და დაძაბულობის გამომწვევი" იყო. ეს ირანის პირველი ოფიციალური რეაქციაა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე სირიიდან სამხედროების გამოყვანის შესახებ. ეს გადაწყვეტილება, რომ სირიიდან გამოიყვანს ყველა, 2000 სამხედროს, ტრამპმა გასულ კვირაში გამოაცხადა და დასძინა, რომ სამხედროებმა უკვე შეასრულეს თავიანთი მისია და დაამარცხეს ექსტრემისტული ჯგუფი, "ისლამური სახელმწიფო".