„ეხლა შემატყობინეს, რომ ჩვენს დეპუტატებზე თავდამსხმელი დაკავებულია, „სუს-ის აგენტი““, - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე, დეპუტატების კითხვებზე პასუხების დასრულებისას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ცნობა, რომ თბილისში დააკავა 1967 წელს დაბადებული პირი, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, 16 დეკემბერს, თელავში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, პარლამენტის დეპუტატის - თამარ ხულორდავას სამსახურეობრივი ავტომობილი დააზიანა.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.