უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპიდან გასული თექვსმეტი კლუბი მერვედფინალში დაწყვილდა. წილისყრა 17 დეკემბერს გაიმართა ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში. ევროპის ფეხბურთის მთავარ საკლუბო ტურნირს შემორჩენილი გუნდები მორიგ შეხვედრებს ორ თვეში ჩაატარებენ. მერვედფინალის პირველი მატჩები 12-13 თებერვალს შედგება, საპასუხო - 19-20 თებერვალს.
გუნდები ასე დაწყვილდნენ: „შალკე“ – „მანჩესტერ სიტი“, „ატლეტიკო“ - „იუვენტუსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ - „პარი სენ-ჟერმენი”, „ტოტენჰემი“ - „დორტმუნდი“, „ლიონი“ - „ბარსელონა“, „რომა“ - „პორტუ“, „აიაქსი“ - „რეალი“, „ლივერპული“ - „ბაიერნი“.