ლენტეხისა და მესტიის მოსახლეობის წარმომადგენლებმა ჰესების მშენელობის საწინააღმდეგო აქცია გამართეს, თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შენობასთან. ისინი მოითხოვენ ბანკმა შეწყვიტოს ხეობაში ჰესების მშენებლობის დაფინანსება.
ლენტეხის რაიონის სოფელ ხელედის მკვიდრის ჯუმბერ გაზდელიანის თქმით, ისინი ეწინააღმდეგებიან ხელედის ხეობაში ჰესის - „ხელედურა 1“-ის მშენებლობას, ვინაიდან ჰესის მშენებლობა საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ეკოლოგიას და მოსახლეობის საკუთრებას. გამაფრთხილებელი აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში 2 ათასი ხელმოწერაც მიიტანეს, განცხადებაზე ხელმომწერები,აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს იზიარებენ.