„ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ! ამიტომ დღეს ჩემი განცხადება დაგხვდებათ - "ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან"-წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი. იგი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის რამდენიმე წლის განმავლობაში მას კომფორტს უქმნიდა არა მარტო გიორგი მარგველაშვილი, არამედ ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც მისი შეფასებით უმაღლესი რანგის პროფესიონალები არიან. შესაბამისად, გიორგი აბაშიშვილი ადმინისტრაციის მომავალ ხელმძღვანელს მიმართავს:
„ვერც კი გავიგე ვის უნდა მივმართო იმდენი ადამიანი ლაპარაკობს (სრულიად არაკვალიფიციურად) პრეზიდენტის ადმინისტრაციის მართვის შესახებ მაგრამ, ორშაბათს 17 დეკემბერს აქ ამ მაგიდასთან ხომ დაჯდება ვინმე (ათონელზე გადასვლა ვერ გამოვიდა დასასრულებელია შენობა არადა თითქოს ხუთი წლის წინ იყო მზად), ჰოდა პატივცემულო გაითვალისწინე, როდესაც ამ თანამშრომლების ფასს გაიგებთ გვიან არ იყოს, ესენი ძალიან, ძალიან მაგრები არიან.“-წერს გიორგი აბაშიშვილი.