„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, 19:00 საათის მონაცემებით, გამოვლინდა გადასატან ყუთებთან დაკავშირებული დარღვევები.
#83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში იყო 31 ამომრჩეველი. კომისიის წევრებს გაატანეს 35 ბიულეტენი. ხმა მისცა 30 ამომრჩეველმა, მაგრამ კომისიის წევრებმა 5 ბიულეტენის ნაცვლად 4 ბიულეტენი დააბრუნეს;
#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ერთი ამომრჩევლის გრაფაში აღმოჩნდა ორი ხელმოწერა;
#5 ისნის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთში მყოფ ამომრჩეველს ხმა უბანზე მიაცემინეს;
#84 ხულოს საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამომრჩევლის ნაცვლად სხვა პირმა მისცა ხმა. როგორც ცნობილი გახდა აღნიშნული ამომრჩეველი თავად იმყოფება საავადმყოფოში;
#9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #83 საარჩევნო უბანზე და #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბნის სიებში არ არის მითითებული გადასატანი ყუთის საჭიროების მქონე ამომრჩევლები.