საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 38,8%. შესაბამისად, 15 საათისთვის ხმა მისცა 1 363 493 ათასმა მოქალაქემ. ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, 28 ოქტომბერს, პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში 15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იყო 30,98%.