თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა ხობის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი. კლინიკის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობა, რომ პაციენტი გამთენიისას გარდაიცვალა. ქაშიბაძის ინფორმაციით, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. ისინი კრიტიკული დამწვრობის დიაგნოზით ხობიდან თბილისში გვიან ღამით გადაიყვანეს. აფეთქება 19 ნოემბერს საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბენზინის აალებამ გამოიწვია.