იტალიის ქალაქ ფლორენციაში, არტემიო ფრანკის სტადიონზე გაიმართა სატესტო მატჩი იტალიისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის. ანგარიშით 28:17 გაიმარჯვეს იტალიელმა მორაგბეებმა.
მატჩს, რომელშიც ვერ ითამაშა საქართველოს ნაკრების რამდენიმე საკვანძო მოთამაშემ, პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილზეა. ხოლო იტალიის გუნდი, რომელიც ექვსი ერის ჩემპიონატში გამოდის, მსოფლიო რეიტინგში ერთი ადგილით ჩამორჩება საქართველოს.
თამაშის წინ, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩისწინა ჰიმნი საქართველოდან, რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციიდან შესრულდა.