ათასობით ირანელმა თეირანის ქუჩებში გამოსვლით აღნიშნა 1979 წელს აშშ-ის საელჩოზე განხორციელებული შტურმის წლისთავი, რამაც დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გამოიწვია ორ ქვეყანას შორის.
დემონსტრანტები შეიკრიბნენ აშშ-ის საელჩოს ყოფილი შენობის წინ და სკანდირებდნენ „სიკვდილი ისრაელს“ და „ძირს აშშ“. ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, მსგავსი დემონსტრაციები მოეწყო მთელი ირანის მასშტაბით.
დემონსტრანტებმა დაწვეს აშშ-ის პრეზიდენტის პორტრეტი, ასევე ისრაელისა და აშშ-ის სახელმწიფო დროშები. 1979 წლის 4 ნოემბერს რადიკალურად განწყობილი ირანელი სტუდენტები თავს დაესხნენ აშშ-ის საელჩოს ირანში და მძევლად აიყვანეს 53 ამერიკელი დიპლომატი, რომლებმაც 444 დღე დაყვეს ტყვეობაში. შედეგად ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა.