გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ამომრჩეველს ხვდება. ამომრჩეველს სიტყვით მიმართეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და მადლობა გადაუხადეს საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერისთვის. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართველო უნდა დაემშვიდობოს ერთპარტიულ მმართველობას: „ჩვენ თუ არ ვთქვით უარი ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობაზე, ვერცერთ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ, რადგან მთელი ჩვენი ენერგია ივლის მოჯადოებულ წრეზე. ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ ერთპარტიულ მმართველობას, რომ თანასწორობა და სამართლიანობა არ იყოს მხოლოდ წინასაარჩევნო სიტყვა და ამისათვის გვაქვს მკაფიოდ მოფიქრებული სამოქმედო გეგმა. აუცილებელია პოლიტიკური სისტემის შეცვლა. ჩვენ ეს სისტემა უნდა დავანგრიოთ და შევუცვალოთ სახე ეროვნულ ტრადიციებსა და დასავლურ დემოკრატიულ ფასეულობებზე დაყრდნობით“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.