დაზუსტებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა გადაცემა „იმედის კვირის“ ჟურნალისტმა მართა არდაშელიამ. ჟურნალისტი ამ ეტაპზე დეტალებზე მედიასთან არ საუბრობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის არ არ არის ერთადერთი, ვინც „იმედში“ საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ სამსახურიდან წამოვიდა.
30 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“გაავრცელა განცხადება, რომ ტელევიზია საგანგებო რეჟიმზე გადადის. საგანგებო რეჟიმზე გადასვლის მიზეზად დასახელებული იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და ხიფათი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, გამარჯვების შემთხვევაში დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობის“ „დანაშაულებრივი რეჟიმი“, რომელიც „ძალადობას, ბიზნესის წართმევას, ტელევიზიაში შეჭრას“ ისევ „რეალობად აქცევს“.