საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარში“ მმართველ პარტიას ორ მოთხოვნას უყენებს.
1. სასწრაფოდ გაიწვიოს “მარიხუანის კულტივაციის შესახებ” კანონი. ხოლო მთავრობამ დადოს პირობა, რომ ამ საკითხს აღარასოდეს დაუბრუნდება.
2) დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რადგან მათი სიტყვებით, ქვეყანას დღეს მართავს ძალა, რომელსაც მოსახლეობის მხოლოდ 37% უჭერს მხარს.
„ქართულმა მარშმა“ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, რაზეც უარს მხოლოდ ამ ორი პირობის შესრულების შემდეგ იტყვიან.
„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძეაცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნება” არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ისინი არა მხოლოდ უარს იტყვიან არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, არამედ დაიწყებენ საპროტესტო აქციებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.