საუდის არაბეთმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ შურს იძიებს ყოველგვარი სანქციების მიმართ, რომელიც მას შეიძლება დაუწესონ დაკარგული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოყჯის გამო. რიადი წინ აღუდგება ყოველგვარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მუქარას და ამგვარ ნაბიჯებს უფრო მძლავრი ქმედებით უპასუხებს, განაცხადა ოფიციალურმა წყარომ 14 ოქტომბერს. საუდის არაბეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხაშოყჯი 2 ოქტომბერს დაიკარგა მას მერე, რაც საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა, სტამბოლში. ანკარა ფიქრობს, რომ ის საკონსულოში მოკლეს საუდის არაბეთის აგენტებმა. მონარქია, რომელიც სულ უფრო მძლავრი ზეწოლის ქვეშ ექცევა ინციდენტის გამო, ბრალდებებს უარყოფს, როგორც უსაფუძვლოს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ საუდის არაბეთი სერიოზულად დაისჯება, თუ მისი ქვეყანა იქნა ხაშოყჯის გაქრობისთვის პასუხისმგებელი.15 ოქტომბერს, ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი „ინციდენტს დიდი სერიოზულობით ეკიდებიან“. ისინი გამოვიდნენ მოწოდებით, რომ ჩატარდეს სანდო გამოძიება და პასუხისგებაში იქნენ მიცემული ხაშოყჯის გაქრობისთვის პასუხისმგებელი პირები.