საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ დღევანდელ სხდომაზე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტოვებს "პატრიოტთა ალიანსს" და შესაბამისად, ამ პარტიის ფრაქციას "საქართველოს პატრიოტები." ჩხეიძის თქმით, პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.