12 სექტემბერს რუსთავში, კოსტავას ქუჩის 19 ნომერთან, მერიის შენობის გვერდით, ავტოავარია მოხდა.
გზაჯვარედინზე ერთმანეთს ოპელისა და მერსედესის მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
მათი თქმით, არავინ დაშავებულა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც ფაქტის შესახებ ოქმს ადგენდა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კოსტავას 19 ნომერთან ხშირად ხდება ავარიები. "აქ უამრავი ავარია ხდება. მძღოლები არ ემორჩილებიან გამაფრთხილებელ ნიშანს", თქვა მან.
ორივე ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. კოსტავას ქუჩის 19 ნომერთან მომხდარი ავარიები ზოგჯერ გზასა და საფეხმავლო ბილიკის გამყოფ რკინის მოაჯირს აზიანებს. მერიას რამდენჯერმე მოუხდა მისი აღდგენა.