თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ სირიის იდლიბის პროვინციაზე იერიშს შეიძლება მოჰყვეს „სერიოზული ხოცვა-ჟლეტა“. სირიის სამთავრობო ჯარები ემზადებიან ფართო მასშტაბის იერიშისთვის მეამბოხეთა ხელთ დარჩენილი უკანასკნელი დასაყრდენის წინააღმდეგ. ერდოანის თქმით, იდლიბში ძალიან დაუნდობელი პროცესები ვითარდება და გამოთქვა შიში, რომ ბრძოლების შედეგად შეიძლება ლტოლვილთა ტალღა მიაწყდეს თურქეთს. იდლიბში სავარაუდოდ 3 მილიონი სამოქალაქო პირი იმყოფება. გაერო თანახმად, სამთავრობო ჯარების იერიშის შედეგად 800 ათასამდე ადამიანი შეიძლება გახდეს იძულებული, იქცეს ლტოლვილად.