თბილისში, "აღმოსავლეთის პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნის ცერემონიის პარალელურად აქცია გამართეს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა. მათ მოითხოვეს გაუქმდეს ავტორიზაციის საბჭოს მიერ 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ფინანსური დავალიანების გამო უნივერსიტეტს ერთი წლით შეეზღუდა სრუდენტების ახალი ნაკადის მიღება. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაც. „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციამ ფინანსური დავალიანება 26 აგვისტოს დაფარა.
"აღმოსავლეთის პარტნიორობის ევროპული სკოლა“ 4 სექტემბერს გახსნეს ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.