რუსთავის ტერიტორიაზე განაშენიანებული შავი ფიჭვის ყველა ხეს სოკოვანი დაავადება აღენიშნება. მათი გადარჩენის მიზნით, რუსთავის „სერვის ცენტრმა“, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს რეგაიონულ სამსახურთან ერთად, 4 სექტემბერს, გამთენიისას, დაიწყო დაავადებული ხეების შეწამვლა. რუსთავის „სერვის ცენტრი“ მოსახლეობას აფრთხილებს, იყოს მაქსიმალურად მობილიზებული, „რათა 100 პროცენტით იყოს დაცული თითოეული რუსთაველის ჯანმრთელობა“, დაავადებული ფიჭვის ხეების შეწამვლისას.
„სერვის ცენტრის“ რეკომენდაციით, საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს, პრეპარატის გასხურების დროს, მოსახლეობამ ფანჯრები დილამდე უნდა დახურონ.