აზერბაიჯანში ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციურ პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივის“ ლიდერი, ილკარ მამადოვი. მან ციხეში დაჰყო შვიდწლიანი პატიმრობის ნაწილი, ხუთი წელი. ჩრდილოეთ აზერბაიჯანის ქალაქ საკის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დარჩენილი ვადით მას პირობითი მსჯავრი დაენიშნა. მამადოვი 2013 წლის თებერვალში დააპატიმრეს და წაუყენეს ბაქოს ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ ისმაილიში არეულობის ორგანიზების ბრალდება. 2014 წლის მარტში მას შვიდი წლით პატიმრობა შეეფარდა. ოპოზიციონერს პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნია ეს სამართლებრივი დევნა. უფლებადამცველი ორგანიზაციები და დასავლეთის მთავრობები წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ აზერბაიჯანის მთავრობას მამადოვის გათავისუფლებისაკენ.