პატიმრობაში მყოფი პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნავაზ შარიფის პარტია, რომელიც 25 ივლისის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა, ამტკიცებს რომ არჩევნები გაყალბდა და ამის შესახებ ოფიციალურ გამოძიებას ითხოვს. 29 ივლისს ნავაზის პარტიამ პაკისტანის მუსლიმთა ლიგამ (The Pakistan Muslim League-Nawaz) არჩევნების შედეგების გამოძიებისთვის მართლმსაჯულების კომისიის შექმნა მოითხოვა. საპარლამენტო არჩევნები კრიკეტის ყოფილი მოთამაშის იმრან ხანის პარტიამ მოიგო, თუმცა იმდენი ადგილი ვერ მოიპოვა, რომ დამოუკიდებლად შექმნას მთავრობის ფორმირება. 28 ივლისს ხანის პარტიამ განაცხადა, რომ მათ საკმარისი მხარდაჭერა აქვთ კანონმდებლებისგან, რომ კოალიციური მთავრობა შექმნან. პარტიამ 269 ადგილიდან 115 მიიღო, PML-N- მა 64, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის ასიფ ალი ზარდარის პარტია მემარცხენე-ცენტრისტულუი პარტია (PPP) მესამე ადგილზე გავიდა 43 მანდატით. შარიფის ვარაუდით ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობამ გავლენა მოახდინა ქვეყნის სასამართლოზე, და ამით გზა მოუჭრა შარიფის პარტიას არჩევნების მეორე რაუნდში გამარჯვებისგან. სამხედრო ხელმძღვანელობა ამ ბრალდებას უარყოფს.