ვაშინგტონში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში, ანუ აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში - რომელიც აშშ-ის ფედერალური მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტოა - გაიმართა მოსმენა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითზე. დისკუსიაში, სახელწოდებით "რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის მოშლა" მონაწილეობდნენ აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე, ჰერიტიჯ ინტერნეიშენალის წარმომადგენელი, ლიუკ ქოფი, და ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ უილსონი. "[საქართველოში] შეჭრიდან და ნატოს 2008 წლის ბუქარესტის საბედისწერო სამიტიდან ათი წლის შემდეგ ჰელსინკის კომისია მოიწვევს ექსპერტ მოწმეებს, რათა შეაფასოს კონფლიქტის ამჟამინდელი ვითარება და მისი მნიშვნელობა აშშ-ის ინტერესებისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. მოსმენა განიხილავს ოკუპაციის მიერ მოტანილ საფასურს, ისევე, როგორც იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც აშშ-ის გადაწყვეტილების მიმღებებს შეუძლიათ საიმისოდ, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და წინ წავიდეს სრული ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში" - ვკითხულობთ ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.