საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ივნისს, პარლამენტთან აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 მოქალაქიდან ერთი ძებნილი, ერთი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია. სამინისტროს განცხადებით, „ქურდობისთვის ძებნილი, 1994 წელს დაბადებული ი.ა. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1994 წელს დაბადებული გ.ა. პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში, აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკების დროს დააკავა.“ შსს-ს ცნობითვე, მოქალაქე ი.ა.5 ივნისიდან იძებნებოდა, გ.ა. კი ქურდობის ბრალდებით 2016 წელს გაასამართლეს და ამაჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
ექვსივე პირი დაკავებულია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.