სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი იქ უკვე ჩავიდა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 12 ივნისს დანიშნული სამიტისთვის მოსამზადებლად. ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის დისკუსია გაიმართება ჩრდილოეთი კორეის ბირთვული იარაღის შესახებ და კორეის ნახევარკუნძულის ატომური იარაღისგან გათავისუფლების თაობაზე. ტრამპი აცხადებს, რომ სინგაპურში 12 ივნისს დანიშნული სამიტი მასსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის წარმოადგენს "ერთადერთ შანსს" ფხენიანისთვის - თუმცა დასძენს, რომ ამ შეხვედრას იმედით უყურებს. ტრამპი ამ განცხადებით პრესკონფერენციაზე გამოვიდა კანადაში, კვებეკში, დიდი შვიდეულის სამიტის კულუარებში, სინგაპურში გაფრენამდე ცოტა ხნით ადრე. ტრამპმა თქვა, "ერთ წუთში" მეცოდინება კიმ ჩენ ინი სერიოზულად თუ უყურებს ბირთვული იარაღის დათმობის საკითხსო.