გავრცელებული ცნობებით, პენტაგონმა გენერალ-ლეიტენანტი სკოტ მილერი დანიშნა აშშ-ის და კოალიციური ძალების სარდლად ავღანეთში. სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ სკოტ მილერი შეცვლის არმიის გენერალ ჯონ ნიკოლსონს, რომელსაც ეს პოსტი ეკავა 2016 წლიდან. სკოტ მილერი აშშ-ის არმიის სპეციალური ძალების გაერთიანებული სარდლობის მეთაურია. 2013-14 წლებში იგი სპეციალური ძალების სარდალი იყო ავღანეთში, საბრძოლო ამოცანებს ასრულებდა ასევე ერაყსა და სომალიში.