კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი „პალმის ოქროს რტო“, იაპონელმა კინორეჟისორმა ჰიროკაძუ კორე-ედამ მოიპოვა ფილმისთვის „მაღაზიის ქურდები“. საუკეთესო მსახიობ კაცად კანის კინოფესტივალის ჟიურიმ მიიჩნია მარჩელო ფონტე, მატეო გარონეს ფილმ „დოგმენში“ ნათამაშევი როლისთვის. საუკეთესომსახიობის ქალის პრიზი გადაეცა სამალ ესლიამოვას სერგეი დვორცევის ფილმ „აიკაში“ ნათამაშევი როლისთვის. კანის კინოფესტივალის მეორე მნიშვნელოვანი პრიზი, „გრან-პრი“, სპაიკ ლის გადასცეს „შავი კუ-კლუქს-კლანელისთვის“. პრიზი რეჟისურისთვის გადაეცა პაველ პავლიკოვსკის, ფილმისთვის, „ცივი ომი“.