ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი საქართველოში აივ/შიდსის საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს. მიმდინარე წლის მონაცემებით, 270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამჟამად ქვეყანაში 7032 აივ/შიდსის მქონე ადამიანია რეგისტრირებული, თუმცა, ცენტრის ინფორმაციით, ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავს რეალურ სურათს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ადგილობრივ ექსპერტების ვარაუდით, დღეს საქართველოში, სავარაუდოდ, 11 000-მდე აივ/შიდსით დაავადებულია.
2018 წლის 20 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 1983 წლიდან, ტრადიციულად, მაისის მესამე კვირას აღინიშნება და წელს მისი დევიზია „გავიაზროთ ჩვენი წარსული და მოვემზადოთ მომავლისთვის“.