აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა 12 ივნისს, სინგაპურში გაიმართება. ამის შესახებ 10 მაისს, ტვიტერზე დაწერა თავად დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ შეეცდებიან ეს შეხვედრა აქციონ განსაკუთრებულ მოვლენად მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში.