აშშ-ის საელჩომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლითაც ადასტურებს 6 მაისს ავტოავარიაში მისი თანამშრომლის დაღუპვის ფაქტს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო: „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმა მწუხარებით ადასტურებს, რომ 6 მაისს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა საელჩოს თანამშრომელი, მარკ მიტჩელი. ადგილობრივი ხელისუფლება ავტოსაგზაო შემთხვევას იძიებს. მარკი USAID–ის გუნდის ფასდაუდებელი წევრი იყო და მის არყოფნას ძალიან განვიცდით. ამერიკის საელჩოს გუნდი უთანაგრძნობს მარკის ოჯახს, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახსა და დაშავებულებს. მარკი ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას ჩვენი სამყაროს გაუმჯობესებისათვის. მან მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა თავის სამშობლოსა და მის საზღვრებს გარეთ. მარკი ემახსოვრებათ იმ თავდადებული შრომისათვის, რომელიც მან გასაჭირში მყოფთა დასახმარებლად გასწია“.