6 აპრილს, აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის კიდევ 24 მოქალაქეს და 14 კომპანიას. მათ შორის არიან არიან „გაზპრომის“ და „ვნეშტორგბანკის“ ხელმძღვანელები, ალექსეი მილერი და ალექსეი კოსტინი. უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ კოლოკოლცევი, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, ვიქტორ ზოლოტოვი, დუმის დეპუტატი კონსტანტინ კოსაჩოვი და მილიარდერები ოლეგ დერიპასკა, სულეიმან კერიმოვი და ვიქტორ ვექსელბერგი.