კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ 30 მარტს თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი. ამის მიზეზი გახდა ერთი დღით ადრე 6 თურქი ნაციონალისტის დაპატიმრება და თურქეთში მათი დეპორტაცია. ოფიციალურ ცნობაში ჰარადინაი აცხადებს, რომ იგი არ იყო ინფორმირებული და მისი ნებართვის გარეშე მოხდა იმ ექვსი მასწავლებლის დაპატიმრება, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ფეტულა გიულენის მიერ დაარსებულ სკოლებთან. ფეტულა გიულენს, აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირს, თურქეთის ხელისუფლება ბრალს სდებს 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში. კოსოვოს პარლამენტის ოპოზიციურმა ნაწილმა პრემიერ-მინისტრი დაადანაშაულა იმაში, რომ იგი ვერ აკონტროლებს სამთავრობო სტრუქტურებს და მოითხოვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. თავის ოფიციალურ განცხადებაში, კოსოვოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი დრიტონ გაში და დაზვერვის სამსახურის დირექტორი ფლამურ სეფაი დაუყოვნებლივ დატოვებენ თავიანთ თანამდებობებს.