თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის გამარჯვების შესახებ, თუმცა, მათ შორის სატელეფონო საუბარი არ იგეგმება. ჟურნალისტების შეკითხვას, იყო თუ არა რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ჰოგან გიდლიმ უპასუხა, რომ არჩევნების შედეგები ვაშინგტონისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. გიდლის განცხადებითვე, აშშ განაგრძობს რუსეთთან თანამშრომლობას იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ პასუხს აგებინებს, თუ რუსეთი დაემუქრება ამერიკის ინტერესებს.